საქართველო მდიდარია კულტურითა და ტრადიციებით, რომლებიც ქვეყნის არსებობის დასაწყისიდანვე იყო ქართველების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ეს ტური ეხება საქართველოს სხვადასხვა ქალაქების კულტურული ასპექტების შესწავლას.
გიდის შეხვედრა, ტრანსფერი და სასტუმროში განთავსება.
ამის შემდეგ მოვინახულებთ ყველა მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობსა ქალაქის ტურის ფარგლებში, მათ შორის ბაგრატის ტაძარს, გელათის მონასტერს და პრომეთეს მღვიმე.
საღამოს ვახშამი და ღამისთევა ქუთაისში.
ქუთაისიდან გავაგრძელებთ გზას მარტვილის კანიონისკენ, ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილისკენ. ზურმუხტისფერი მწვანე წყლით და ხელუხლებელი ბუნებით ნახავთ, რატომ ითვლება მარტვილი ქვეყნის ბუნების საოცრებად. გარდა ამისა, თქვენ შეძლებთ ნავით გასეირნებას კანიონში, რათა თქვენი მოგზაურობა კიდევ უფრო საინტერესო და თავგადასავლების მომტანი გახადოთ. შემდეგ გავემგზავრებით სამეგრელოს რეგიონში და მის მთავარ ქალაქ ზუგდიდში. აქ თქვენ მოინახულებთ დადიანების სასახლეს, რომელიც სამეფო ოჯახი იყო რეგიონში. აქედან გავემგზავრებით ზემო სვანეთის ცენტრალურ ქალაქ მესტიაში.
მესტიის ბუნება ძალიან მდიდარია ულამაზესი ადგილებით, სადაც შეგიძლიათ როგორც კომფორტული დასვენება საოცარი ხედების მქონე სასტუმროებში, ასევე თავგადასავლებით სავსე ლაშქრობები კარვისა და კოცონის თანხლებით. დათოვლილი მწვერვალები, ჩანჩქერები, კლდეთა სამეფოში მოქცეული ტბები, ნიავით სავსე მინდვრები სამოთხეში გაგრძნობინებთ თავს. ეს მხარე ასევე მიმზიდველია სამთო სპორტის მოყვარულთათვისაც. შემდეგ გავემგზავრებით უშგულისკენ , რომელიც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტად ითვლება და მდებარეობს ზღვის დონიდან 2200 მეტრზე.
დაბრუნება და ღამისთევა მესტიაში .
გზად გავჩერდებით ჭალაადის მყინვართან, რომელიც მესტიის კიდევ ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ამის შემდეგ ზუგდიდის გავლით დაბრუნდებით ქუთაისში.
ტურის დასასასრული და ღამისთევა ქუთაისში .
გამგზავრება ქუთაისიდან.
There are no reviews yet.