გაატარე ყველაზე დაუვიწყარი და შთამბეჭდავი დღეები აფრიკაში

ტურში შედის

  • სადილი
  • ვახშამი
  • ალკოჰოლური ან გაზიანი სასმელები
  • საჰაერო ბურთით ფრენა მასაი მარას თავზე
  • ოკეანეზე დასვენების დროს ტრანსპორტით მომსახურება ან სხვა სასურველი აქტივობა.
  • პირადი ხარჯები

ტურის გეგმა

1 ნაირობი

პირდაპირი რეისი ნაირობიში . სასტუმროში განთავსებისა და თავისუფალი დრო .
ტური დაიწყება ქალაქის მონახულებით . მოვინახულებთ მუზეუმებსა და ბაპტისტური ტაძარებს.  ლანჩის შემდეგ წავალთ ჟირაფების ცენტრში. მოვინახულებთ ნაირობის გარეული ცხოველების ცენტრს. დღის ბოლოს დაბრუნება და ღამისთევა სასტუმროში.

2 მასაი მარა

დილას გავემგზავრებით შთამბეჭდავი სავანისაკენ. ნაკრძალის სახელი წარმოიშვა იქ მცხოვრები მასაის ტომისგან. აქ შეგვიძლია ვიხილოთ: მარტორქები, ლეოპარდები, კამეჩები, სპილოები და ლომები. მათთან ერთად ვნახავთ, ჟირაფების, ზებრებისა და ანტილოპების უდიდეს მასას. პიკნიკი სერენგეტის მოსაზღვრე მდინარე მარეში. ვესტუმრებით მასაი მარას ტომს და სოფელს.  ცხოვრობენ ჯოგური პრინციპით. ვიხილავთ მათ საცხოვრებლებს, რომელიც  ნაკელისგან და ხის ტოტებისგან არის აშენებული. გავეცნობით მათ ადათ-წესებს. მათთან ერთად გატარებული დრო ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო  მოგონებად დაგრჩებათ თქვენს ცხოვრებაში.

3 მასაი მარა  

დამატებითი თანხით შეძლებთ საჰაერო ბურთით ფრენას მასაი მარას თავზე .

4 ექსკურსია

დილას გავემგზავრებით ნაივაშისა და ნაკურუს ტბების სანახავად.
აქაურობა ძალიან მდიდარია წყალმცენარეებით, რაც ბევრ ფრინველს იზიდავს საცხოვრებლად. ტბის გარშემო უამრავი  ძუძუმწოვრებისა და ფრინველების სახეობა ბინადრობს. განსაკუთრებით ლამაზია ვარდისფერი ფლამინგოები , რომელთა რაოდენობაც  იანვრიდან მარტის ჩათვლით მილიონს აღემატება.
ამის შემდეგ გავემგზავრებით ყველაზე ველური ბუნების სანახავად, რომელიც ნახევარმთვარის კუნძულის სახელითაა ცნობილი. გავისეირნებთ ნავით ნაივაშის ტბაზე. ამავდროულად ვიხილავთ მარტორქებს, ჟირაფებს და სახვა მრავალ მტაცებელ ცხოველებს.

5 მასაი მარა

მოვინახულებთ ულამაზეს ბუნებას.

6  ამბოსელი

ამბოსელის ეროვნული პარკის მასაის ენაზე ,,წყლიან ადგილს’’ ნიშნავს.   პარკში 50-ზე მეტი სახეობის დიდი ცხოველი ბინადრობს: ჟირაფი, ლომი, ჯიქი , მარტორქა, კარაკალი და კიდევ უამრავი სხვა. პარკში 400-ზე მეტი ფრინველი ბინადრობს.

7 ცავოს ნაკრძალები

ცავოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაკრძალების მონახულება.
პარკი თავისი ზომის გამო დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად არის დაყოფილი და მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ნაკრძალად ითვლება. გვიან საღამოს წავალთ ინდოეთის ოკეანის, დიანის სანაპიროზე .

8 ოკეანე

ინდოეთის ოკეანეზე დასვენება

9 ოკეანე

თავისუფალი დღე; დასვენება .

10 ოკეანე

თავისუფალი დღე; დასვენება .

11 გამომგზავრება

დილით გამომგზავრება ნაირობის მიმართულებით.
დაბრუნება თბილისში.
ტურის დასასრული.

მდებარეობა

Reviews

There are no reviews yet.

ღირებულება
11,200.00
Enquiry Form
0
11,200.00
- 0.00
Deposit Option 30%% Per item
ხელმისაწვდომია:
სულ:
0
11,200.00
- 0.00
Select your currency
This site is registered on wpml.org as a development site.