• აღმოაჩინეთ კავკასიონის მთები და თუშეთის ეროვნული პარკი
• თუშეთის რეგიონის ისტორიული და მრავალსაუკუნოვანი სოფლები
• საქართველოს ყველაზე მაღალი და შთამბეჭდავი მთის გზები აბანოს უღელტეხილის ჩათვლით 2950მ
• თავგადასავალი განსაცვიფრებელ მთის ხეობებში ჯიპით ან ცხენებით
• ადგილები, რომლებიც შორსაა თანამედროვე ცივილიზაციისგან
დართლო წარმოადგენს საოცნებო სოფელს, კავკასიონის მთების ულამაზეს ალპურ კალთებზე 1850 მ სიმაღლეზე; უამრავი საოჯახო სასტუმრო, კაფე შესანიშნავი მდებარეობით, კემპინგის ადგილები, გემრიელი მთის ყველი.
ვახშამი და განთავსება საოჯახო სასტუმროში დართლოში.
საუზმე. შეგვიძლია ვისეირნოთ დართლოს ირგვლივ. დართლო არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილი თუშეთში თავისი არქიტექტურით და მთლიანი ლანდშაფტით. შეგიძლიათ მოინახულოთ სოფელი კვავლო და დანო, რომელსაც აქვს ულამაზესი ხედები. საავტომობილო გზა სოფელ დართლოდან სოფელ დანომდე მიდის, საიდანაც გრძელდება სოფელ კვავლომდე.სოფელი აშენებულია მთის კლდოვან კალთებზე.
ღამისთევა და ვახშამი დართლოში
დილით საუზმის შემდეგ ცხენებით ან ლაშქრობით მოვინახულებთ თუშეთის სხვა პატარა სოფლებს.
სოფელი პარმა და ჩეშო.
საუზმე. მოგზაურობის ამ დღეს ვნახავთ თუშეთის ულამაზეს სოფლებს: შენაქოს, დიკლოს და სოფელ ძველი დიკლოს ნანგრევებს. გამგზავრება 4x4WD მანქანით სოფელ შენაქოს მიმართულებით (2080მ). აქ არის ძველი ულამაზესი სახლები უნიკალური აივნებით, ქვის სახურავები, განსაცვიფრებელი ხედები აივნებიდან და მთაზე ლამაზად მდგარი ეკლესია, რომელიც ყოველ სეზონზე ფერს იცვლის – თანდათან მწვანედან ყვითლად იქცევა და შემდეგ თეთრად. მოვინახულებთ წმინდა სამების ძველ ეკლესიას და სოფლის უძველეს ლუდსახარშს. შემდეგ ლაშქრობა შენაქოდან დიკლომდე (5 კმ ერთი გზა). სოფელი დიკლო მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ,ზღვის დონიდან 2150 მეტრზე.
საუზმის შემდეგ დაბრუნება კახეთში. თბილისისკენ მიმავალ გზაზე ნახავთ იყალთოს მონასტერს. ღვინის დაგემოვნება და დაბრუნება თბილისში, გომბორის უღელტეხილით. ტურის დასასრული.
There are no reviews yet.